ხიდაშელი რესპუბლიკელების კოალიციაში დარჩენის საკითხზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, საკუთარი თავის საარჩევნო სიაში მოხვედრას არ ელოდება.

ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ მისთვის დღეს წარმოუდგენელია, მოხვდეს კოალიციის საარჩევნო სიაში.

რაც შეეხება მრეწველების კოალიციაში დარჩენის საკითხს, მან ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა. თუმცა თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილებას საკუთარი კომფორტიდან გამომდინარე აკეთებს.

„მე ვაძლევ პირობას ამომრჩეველს, რომ არჩევანს მარტივად გააკეთებენ და ამას აჩვენებს დღეიდან არჩევნებამდე გადადგმული სახელისუფლებო მოქმედებები. ჩვენ არ ვაპირებთ, ვითამაშოთ ულტიმატუმობანა. ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი კომფორტიდან და დისკომფორტიდან გამომდინარე,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ საქმის გამოძიების საკითხზეც
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, თქმით, სამხედრო დოკუმენტაცია არის მკაცრი აღრიცხვის ყველაზე უფრო მაღალი სისტემურობის შემცველი დოკუმენტაცია და ვერავინ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ნახავს.

“სამხედრო დოკუმენტაცია და სამხედრო დისციპლინა, ეს არის, ალბათ, მკაცრი აღრიცხვის ყველაზე უფრო მაღალი სისტემურობის შემცველი დოკუმენტაცია. ამიტომ ვამბობ, რომ ვერავინ ვერაფერს განსხვავებულს ვერ ნახავს იქ. ოღონდ აქ არის მთავარი პრობლემა, რომელიც მე დავინახე პროკურატურის მხრიდან. პიროვნულად მე, როგორც თინა ხიდაშელს, მაქვს აბსოლუტური კომფორტი, რომ პროკურატურამ დაიწყო ეს გამოძიება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი, დადგმული, შეკვეთილი კამპანია ადამიანის წინაამდეგ, რომლის ატანაც არ შეუძლიათ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ასევე შოთაძის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

“მე მაინც მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. მე მართლა მჯერა ამისი იმიტომ, რომ იმდენად მარტივი საქმეა და ეს საქმე ყველამ იცოდა და მათ შორის შოთაძემაც, თუ ის დაინტერესებული იყო. იმდენად მარტივი საქმეა, რომ ხომ უნდა სცოდნოდა, რაზე მიდიოდა, რომ ამას ყურს ვერსაიდან ვერ მოაბამდა,” – აღნიშნა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითოფაძის კომპანიამ ჯარის მომარაგების ტენდერი მხოლოდ 2015 წლის ბოლოს წააგო
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ომში წასასვლელად რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები აირჩია