10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ხიდაშელი: ორბანიზმის დასრულებამ შეიძლება ევროკავშირში თამაშის წესები შეცვალოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ორბანის ეპოქის დასრულებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს პოლიტიკური გარემო ევროკავშირში.

“მე მოლოდინი მაქვს, რომ უნგრეთი გახდება ყველა იმ გადაწყვეტილების თანაზიარი, რომელიც ევროკავშირის, ევროპული საბჭოს ფარგლებში მომზადდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება ობსტრუქცია დეომკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, მაქვს მოლოდინი, რომ იქნება თანამშრომლობა დემოკრატიული პროცესის სასარგებლოდ. მე მაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთის პრემიერიც ასე მოიქცევა და იმ პირობებში, როდესაც ორბანი აღარ არის ამ საბჭოს მაგიდასთან, დიდი იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთის პრემიერიც არ დარჩება იმ ერთადერთ ხმად, რომელიც ევროკავშირში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ წავა. ორბანიზმის დამთავრებამ ფუნდამენტურად შეიძლება, შეცვალოს ძალიან ბევრი რამ და მათ შორის იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებშიც, რომლებიც მანამდე, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იგივე სლოვაკეთის პრემიერი, უბრალოდ, ორბანის ზურგს იყო ამოფარებული. ორბანის არარსებობის პირობებში საინტერესო იქნება მისი პოზიციონირება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთის დღევანდელი პრემიერი პრობლემა გახდება საქართველოს დემოკრატიული გზით სიარულის გზაზე, მაგრამ საინტერესო იქნება, როგორ დაიწყებს პოზიციონირებას პრემიერი ფიცო, – ამბობს თინა ხიდაშელი. 

banner
წინა სტატიაში“სულს ნუ დაშრეტთ!” – მეუფე შიოს ქადაგება
შემდეგი სტატიაEUA შეშფოთებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს