ხიდაშელი მინისტრით შეიცვალა- რა ჩაასწორეს პრემიერის საგანგებო განცხადებაში?

პრემიერ-მინისტრის განცხადება კოალიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დაახლოებით 10 საათსა და 50 წთ-ზე სოციალური ქსელით გავრცელდა, თუმცა რამდენიმე წუთში განცხადება პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან აიღეს და განცხადება მალევე სახეცვლილი დაიდო. პირველსა და მეორე ტექსტში ცვლილება შემდეგნაირი იყო. პირველ ტექსტში, სადაც პრემიერი ახსენებდა ხიდაშელს, რომ ის ჯერ არის თავდაცვის მინისტრ ასეთი ტექსტი ეწერა:“თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“ . ახალ ვერსიაში კი თავდაცვის მინისტრის სახელი და გვარი დაკონკრეტებული აღარაა და ცვლილება ასეთია:“ თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.“

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დამზადებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ექსპორტზე პოლონეთსა და პორტუგალიაში გავიდა
შემდეგი სტატია“მინდა, რომ დავეთანხმო მას”- “მრეწველებისთვის” პრემიერის განცხადება მისაღები აღმოჩნდა