,,ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო”

ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

​„მოგესალმებით მორიგი რეისიდან მორიგი მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება, ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის – ყველა მინუს სააკაშვილი, ესე იგი, ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას და ხან აქედან. ნახეთ, ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო. ჩვენი ამოცანა ახლა არის, არ წამოვეგოთ ამას და მოვყვეთ საქმეს ბოლომდე, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს. ახლა რას შვებიან „ოცნების“ ხალხი – ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მომავალი წლის შემოდგომაზე სჭირდებათ სამასი მილიონი დოლარის მობილიზაცია. ყველა ბიზნესს სთხოვენ, ყველა სახელმწიფო კონტრაქტში ატკატს 30-40 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ მოახრჩობენ საქართველოში ყველაფერს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადაუდებლად და ვიმოქმედოთ ზაფხულში შემოდგომამდე. ამიტომ ვისაც გვჯერა, წამოგვყევით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ნაცლად, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს ყველაფერს აკეთებს, რომ დამარცხება გადაფაროს