თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში უკვე საერთაშორისო დონეზე ყველა იმ მაგიდაზე დევს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში.
„შემიძლია, დავარწმუნო ყველა “ქართულ ოცნებაში”, რომ ამ წუთის მდგომარეობით ეს ანგარიში დევს პრაქტიკულად ყველა მაგიდაზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, იქნება ეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ორმხრივ ურთიერთობებში თუ იქნება, მაგალითად, იგივე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, საიდანაც მიღებული კრედიტებით ცხოვრობს დღეს “ქართული ოცნება” და აფინანსებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ ფეთქავს.
დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” შეუძლია, რომ დროში გადაწიოს ამ მექანიზმით მიღებული ანგარიშის შედეგები, მაგრამ ხომ იცით, ეს სიკვდილივითაა – ის აუცილებლად მოვა. თუკი “ქართული ოცნება” ხვალ გამოვა და იტყვის, რომ იწყებს შესრულებას და მაგალითად, რაც ყველაზე მარტივია, ოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს მაშინვე და ამით აჩვენებს როგორც კეთილ ნებას ასევე მოქმედების მზაობას, რა თქმა უნდა, მყისირიერი საფრთხის საკითხი მოიხსნება. პირდაპირ არის ერთმანეთზე დაოკიდებული ის, თუ როგორ მოიქცევა “ქართული ოცნება”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

















