ხიდაშელი: ეს იყო ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის შანტაჟი რაც კი გვინახავს

“ეს იყო ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის შანტაჟი რაც კი გვინახავს,” – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, განსხვავებულ აქცენტებში ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა.

მან მამა გიორგი მამალაძის მიმართ პირადი ცხოვრების მასალებით პროკურატურის მხრიდან შანტაჟზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მასაც აშანტაჟებდნენ არარსებული ვიდეომასალით.

„ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, საქართველოში არასოდეს არ მომხდარა, რომ საკუთარი სახელით, გვარით, თანამდებობის პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი კამერების წინ ემუქრებოდეს ასვე გვარით, სახელით იდენტიფიცირებულ ადამიანს პირადი ცხოვრების კადრებით. ეს საქართველოში არ მომხდარა ასეთი პირდაპირი, ღია, ცინიკური, სახელობითი მუქარა, რომ ახლა შენ ასე თუ არ მოიქცევი, ამით დაგაშანტაჟებ. ასეთი ამბავი საქართველოში არ მომხდარა,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დახურვა არასწორია, რადგან საქმის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KhidashelliTinatin/videos/1555224614541153/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისამხედრო შეტაკება ლიბიაში-დაღუპულია 141 ადამიანი
შემდეგი სტატია(VIDEO) ტრამპმა საუდელ მეფესთან ხანჯლით იცეკვა