ხიდაშელი არასამთავრობოებზე – “ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმია საჭირო”

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ უწყებას მიმართონ, თუ მათ ინფორმაციის მიღება სურთ.

ხიდაშელის თქმით, თამარ კორძაიას გარდა, თავდაცვის სამინისტროსთვის ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს არ მიუმართავს.

„არასამთავრობოებს რაც შეეხებათ, მე რამდენიმე თვის წინ ჩატარებული არჩევნების დროს, გავაკეთე ამ თემაზე კომენტარი და დღესაც იგივეს გავიმეორებ. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყანაში და სხვათა შორის, არც პოლიტიკურ პარტიას, ერთადერთმა ადამიანმა საქართველოში თამარ კორძაიამ მხოლოდ და მხოლოდ, ექსკლუზიურად და მარტო მან, მომართა თავდაცვის სამინისტროს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების წინ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. თამარ კორძაიას რომ დააინტერესა, ვინ, რამდენი სამხედრო, რატომ, რა უფლებამოსილების ფარგლებში იღებდა მონაწილეობას, მომართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და მიიღო სრული ინფორმაცია. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთვის, ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის საჭირო, ესაა ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ. მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანზიაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს, იმიტომ, რომ ჩემთვის არის უძვირფასესი ამ ორგანიზაციის სახელი. ყველას მინდა საჯაროდ მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივისცემა იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ… მოითხოვონ ინფორმაცია, თუ რამეზე კითხვები აქვთ და შემდეგ თუ დარჩებათ კითხვები, დასვან“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“20 წლის განმავლობაში მთავარი გამყალბებლის კომენტარები არ მაინტერესებს“
შემდეგი სტატიაპენტაგონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება დაასახელა თავის პირველ ამოცანად