თინა ხიდაშელი: “მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2016 01:25

თინა ხიდაშელი: “მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია”

საქართველოს დავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას, PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” გაკეთთბულ განცხადებას ეხმიანება. როგორც ირაკლი ალასანიმ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას აღნიშნა ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ” საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით”.

xiadasheli-alasania
“რატომღაც მეგონა საჰაერო თავდაცვის თემა დასრულებული იყო — შევცდი.
— ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ერთ ერთი უმნიშვნელოვანისი საკითხი და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ არავის ავყვე სპეკულაციებსა და ტყუილის ტირაჟირებაში.
— ეს არის თემა სადაც სამწუხაროდ არ მაქვს უფლება და შესაძლებლობა, ხელშეკრულება რომელსაც მე მოვაწერე ხელი და რომელიც მის დროს მომზადდა საჯარო გავხადო, ან მათი შედარებითი ანალიზი გავაცნო საზოგდოებას. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, იმის სადემონსტრაციოდ, თუ სინამდვილეში რამდენად აბსურდულია სპეკულაცია, და რას მივაღწიეთ 2 თვეში 24 საათიანი მუშაობით სწორედ ჩემი მინისტრობის შემდეგ.
— უბრალოდ სირცხვილია. განსაკუთრებით სირცხვილია, იმიტომ რომ ერთი წელი გავიდა, ყველაფერი გავაკეთე რომ უპასუხოდ დამეტოვებინა ბრალდებები, მაგრამ როდესაც პრორუსული შეტევების ნარატივში ეწერება ვინმე, როდესაც სრულიად ღია, თავაშვებული, მართული, კონცენტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ვინმე ხელის მოსაკიდი ადგილის ძებნას იწყებს, შეუძლებელია ეს უპასუხოდ დავტოვო.
— ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და მისი შემდეგაც მუდამ გამოხატავდა უკმაყოფილებას და ეს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისათვის უმნიშვნელოვანესი თემა უდიდესი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. კიდევ უფრო მეტად იმის შემდეგ, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მონდომება და საკმარისი პოლიტიკური ნება იყო საჭირო ამ საქმის უკეთ გასაკეთებლად და ბოლომდე მისაყვანად.
მე მინისტრობის პირველივე დღეს ვთქვი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვაწერ ხელშეკრულებას ხელს-თქო, და ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა პირობის შემთხვევაში რომელიც მინისტრად დანიშვნის დროს დავდე აქაც მყისიერად ვაჩვენეთ შედეგი.
— სპეკულაციების დასრულების მიზნით, შარშან ივლისში, პარიზიდან ჩამოსვლისთანავე ჩემი ინიციატივით საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, სადაც სრულიად ნათლად და ცალსახად წარავდგინეთ პირობები, სხვაობა მანამდე არსებულ ვერსიასა და ხელმოწერილ დოკუმენტს შორის. გაიმჯობესებული პირობები, გაუმჯებესებული თავდაცვა, უკეთესი ცა. მე პირადად, სამჯერ მივმართე თდ-ების წარმომადგენელს ნდობის ჯგუფში კითხვები დაესვა, ასეთის არსებობის პირობებში რათა არაფერი დარჩენილიყო პასუხგაუცემელი. ზურა აბაშიძეს არც ერთი კითხვა არ ქონდა, არც ერთ პრეტენზია არ წამოუყენებია და არც ერთი შენიშვნა არ ქონია.
— არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ამ თემას წერტილი დაესვას. უბრალოდ სირცხვილია, როცა ზუსტად იცი, რომ საჯაროდ შინაარსს ვერ მოყვებიან და პირობებს ვერ გააცნობენ საზოგადოებას. აქ მხოლოდ ჩემს რეპუტაციაზე არ ვსაუბრობ, ეს ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი თემაა, და როდემდე შეიძლება ეს ყალბი გოდება და უსაფუძვლო საუბრები ვისმინოთ, რომ შეიძლებოდა ქვეყნის უკეთ დაცვა და ვინმემ ეს არ გააკეთა, დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვების გამო.
— საჯაროდ მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია, პოლიტიკური შეუძლებლობების სია, დეტალურად განმარტოს პოლიტიკური ჩარჩოების არსი, კომპონენტები, კონკრეტული გამოხატულება.
— როგორც ჩანს ბატონმა ირაკლიმ, ხიდაშელისთვის დაწესებული პოლიტიკური ჩარჩოები ყველაზე ნათლად კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების სამსახურში დაბრუნების დროს დაინახა და იმის შემდეგ არ ტოვებს განცდა, დამეხმაროს ამ შეზღუდვების მოხსნაში.”-წერს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2016 01:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics