ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ბაღი, რომელიც 150 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.

“ბაღი არის მთლიანად რეაბილიტირებული, კარგი პირობებია ჩვენი პატარებისთვის, მისასალმებელია, როდესაც ოპტიმიზაციის შედეგად, სოფელ ხეთაში ასეთი ბაღი გაიხსნა, ჩვენი და მოსახლეობის სურვილი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ბაღი იქნას რეგიონში”, – აღნიშნა გუბერნატორმა.

საბავშვო ბაღში შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები; კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი; დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები;

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა.

ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე მომავალი“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.

ხეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/AlexanderMotserelia/videos/269390057032313/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში,,აპელირება ხდება გარკვეულ ჩანაწერებზე, სადაც გარკვეული სახელები ისმის, მაგრამ მიუღებელია ამის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელთან დაკავშირება”
შემდეგი სტატიაგოგი წულაიმ ბიძინა ივანიშვილს წიგნი “მატყუარა ბიჭი და მგელი” საჩუქრად დაუტოვა