ხეთაში ნათესავთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 47 წლის კაცი გარდაიცვალა

სამეგრელოს რაიონის სოფელ ხეთაში 47 წლის კაცი შელაპარაკების შემდეგ გარდაიცავალა. დაპირისპირება ნათესავებს შორის მიწის ნაკვეთის გამო მოხდა.

თვითმხილველების თქმით ფიზიკური დაპირისპირების დროს ბადრი ჭითანავას ბიძაშვილმა ხელი დაარტყა, რა დროსაც ჭითანავა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა