ხერსონში საავადმყოფოს დაბომბვას ექიმი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა ხერსონში ჯანდაცვის დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ექიმი დაიღუპა და ექთანი დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, – განაცხადა ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შედეგები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა – პაპუაშვილი