ხერსონში რუსმა სამხედროებმა საკრებულოს შენობა აიღეს

25 აპრილს ხერსონში რუსმა სამხედროებმა საკრებულოს შენობა აიღეს,- ამის შესახებ Suspilne საკრებულოს თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება.

“16:30 საათზე რუსი სამხედროები შევიდნენ შენობაში, ყველა მუშაკს უთხრეს, წასულიყვნენ. მათ შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ხალხს ახსნა-განმარტება არ მიუცია. შენობა, ყველაზე ბოლოს მერმა  იგორ კოლიხაევმა  დატოვა. დაკავების მიზეზები და რა მოთხოვნები აქვს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს, ჯერჯერობით უცნობია”,-იუწყება უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი – უკრაინელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს „ზერნო“, რომელიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, აქ არ იგულისხმება ხორბალი ან მარცვლეული, ეს არის მინიშნება ფულზე, რესურსებზე
შემდეგი სტატიაშვედეთმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებისგან დაცვის შესახებ დაპირება მიიღო