ხერსონში, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვებს, რომლებიც მაღაზიაში პურზე მიდიოდნენ

ხერსონის რაიონის სოფელ გავრილივკაში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის გაუხსნეს მოზარდების ჯგუფს, რომლებიც მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებზე დაყრდნობით Unian-ი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანები ქუჩაში მიდიოდნენ და ტელეფონზე საუბრობდნენ, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

მას შემდეგ, რაც შეშინებული ბავშვები გაიქცნენ, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა. მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა გამოაცხადეს დერეფნის უზრუნველყოფა ჩაბარებისთვის, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ქალაქის დაცვას
შემდეგი სტატიაესტონეთი და ბულგარეთი რუსული გემებისთვის თავიანთ პორტებს ხურავენ