ხერსონში “რეფერენდუმის” იდეა ჩაიშალა – ახლა ოკუპანტები “ამტკიცებენ”, რომ მის ჩატარებას არც აპირებდნენ

“ხერსონის ოლქში “რეფერენდუმის” იდეა ჩაიშალა, ამიტომ ახლა კოლაბორაციონისტები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მის ჩატარებას არც აპირებდნენ”, – ამის შესახებ უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დემენტი ბილი Facebook-ზე წერს.

“რატომ ავრცელებენ ხერსონში კოლაბორაციონისტები “ფეიკ” ინფორმაციას, რომ ისინი “არ აპირებდნენ რეფერენდუმის ჩატარებას? პასუხი ძალიან მარტივია. მათ არ შეეძლოთ ამ რეფერენდუმის ორგანიზება”, – წერს ბილი.

მანვე აღნიშნა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა და გავრცელება შესაძლებელია ჯავშანტრანსპორტიორებითა და ავტომატებით, თუმცა კენჭისყრის ორგანიზებისთვის დიდი შემადგენლობის კომისიაა საჭირო.

“მოღალატეების მცირე რაოდენობა, რომელთა გადაბირებაც ოკუპანტებმა ოკუპაციის ორი თვის განმავლობაში მოახერხეს, აშკარად არ არის საკმარისი ამ რთული პროცესისთვის”, – ამბობს დემენეტი ბილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი შეცდა, როდესაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს ძირითადი ფსონი სატანკო კოლონების დარტყმებზე გააკეთა – სამხედრო ექსპერტი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში იმყოფებოდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით მოსარგებლე ფერმერის გუგა კაჭკაჭიშვილის საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა