ხერსონის რაიონში რაშისტებმა 7 ადამიანი დახვრიტეს და სახლი ააფეთქეს

ხერსონის რაიონში, ბელოზერსკის თემის სოფელ პრავდინში, ოკუპანტებმა შვიდი ადამიანი დახვრიტეს, შემდეგ კი სახლი ცხედრებთან ერთად ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა საცხოვრებელ კორპუსში დახვრიტეს ექვსი კაცი და ერთი ქალი. ამის შემდეგ, დანაშაულის დამალვის განზრახვით, ოკუპანტებმა ცხედრებთან ერთად სახლი ააფეთქეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების და განზრახ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა, მასწავლებლების მომზადების პროგრამასთან დაკავშირებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი უკრაინის მოვლენების აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა – თინა კანდელაკი