ხერსონის ოლქის პრორუსი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ოლქის ანექსიის თხოვნით მიმართავს

უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებენ ვლადიმერ პუტინს სთხოვონ, რუსეთის ნაწილი გახდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„იქნება მოთხოვნა ხერსონის ოლქი რუსეთის ფედერაციის სრულ სუბიექტად აქციოს,”- განაცხადა ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის ახლად დანიშნულმა მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა.

მისი თქმით, ხერსონის მართვა წლის ბოლომდე სრულად რუსული კანონებით დაიწყება.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხერსონის მაცხოვრებლების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ რუსეთთან შეერთება და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი.

ხერსონის ოლქი ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ხერსონი იყო პირველი დიდი უკრაინული ქალაქი, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიკავეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიარარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო – გვარამია
შემდეგი სტატიახელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს – სააკაშვილის ადვოკატი