ხერსონის ოლქი რუსული პასპორტების გაცემას დაიწყებს – რუსული მედია

„რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოქცეული ხერსონის ოლქის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას წელს შეძლებენ“, – ამის შესახებ რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა.

სტრემუსოვმა დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება ექნება ყველა მოქალაქეს, რომელიც ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება.

„რუსმა სამხედროებმა უკრაინის დემილიტარიზაციის სპეცოპერაციის დროს აიღეს კონტროლი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ხერსონის ოლქზე და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვის ნაწილზე. რეგიონებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციები, დაიწყო რუსული ტელეარხებისა და რადიოს მაუწყებლობა, აღდგება სავაჭრო კავშირები ყირიმთან“, – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“.

წინა სტატიაში77 წლის შემდეგ, ბოროტების ხელახალი დაბადება ვერ შევამჩნიეთ – ზელენსკი
შემდეგი სტატიაკანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა