ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოვუწოდებ – უზარმაზარი ბრძოლა იქნება

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ და ტერიტორია დატოვონ.

„რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ განახორციელონ მათი დეპორტი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, რომ დავეხმაროთ ხალხს დაბრუნებაში,“- აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა და მოსახლეობას „ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ“ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ელჩის განცხადება არის შეურაცხმყოფელი ამას სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება
შემდეგი სტატიახუნდაძე – კელი დეგნანმა გუშინდელი განცხადებით პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი