ხერხეულიძე: თუკი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, აპირებს შიმშილობის გაგრძელებას

“თუკი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, აპირებს შიმშილობის გაგრძელებას” – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს.

ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანის წამებასთან და წამების გაგრძელებასთან. იცით, რომ ის ამ წუთას რეაბილიტაციას აქ არ გადიოდა, ის უბრალოდ გარიდებული იყო გლდანის ჯოჯოხეთს და იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა პერიოდი ადამიანის ზემოქმედების გამო მიღწეული გადაწყვეტილებით ყოფილიყო შედარებით უკეთეს პირობებში.

ადამიანს არანაირი შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკეთებისთვის არ აქვს. ბოლოს რომ ვნახე მიხეილ სააკაშვილი, გითხარით, რომ ის ჩივილები, რაც ჰქონდა, გამონაყარით და ხელის კანკალით დაწყებული, მარჯვენა თვალი და მარვენა მხარე თითქმის პარეზი აქვს. თვალის კუნთს საერთოდ ვერ ამოძრავებს. და ეს არის ექიმების მიერ დადასტურებული.

…მას აქვს ნათქვამი, რომ თუკი ისინი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, ის დაუყოვნებლივ, აი ამ ჯანმრთელობის მდგომარეობით ადამიანი რომელიც ვერ იკვებება ფაქტობრივად პატარა ბავშვის დოზასაც ვერ იღებს, და ყოველდღიურად იკლებს წონას, ეს ადამიანი აპირებს ისევ შიმშილობას, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “შემოვიდნენ შავ ფორმაში ჩაცმულები… სცადეს ძალით გაყვანა, მე გავითიშე და არ მახსოვს არაფერი”
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი დუმილია იმის მიზეზი რაც ამ ქვეყანაში ხდება და ქართული ოცნება რომ ამდენს ბედავს ეგეც ჩვენი ბრალია