ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე: პოლიტიკურად ყოველდღე უფრო ძლიერდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ყოველდღიურად მძიმდება.

განცხადება ეკა ხერხეულიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

“მდგომარეობა კრიტიკულია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი, არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება.

აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოვუწოდებ შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

წინა სტატიაშიელისაშვილი: “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს – ქურდოვანიძე