ხერხეულიძე: ეს სხდომა ემსახურება ჩვენი პარტიის უფრო ეფექტურ მუშაობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამომავლო გეგმებსა და მისი განხორცილების გზებზე მსჯელობენ.

როგორც ხერხეულიძე აცხადებს, საზოგადოება ფიქრობს, რომ ოპოზიციას ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი.

„ეს სხდომა ემსახურება ჩვენი პარტიის უფრო ეფექტურ მუშაობას, იმ დასახული მიზნების უფრო ეფექტურად განხორციელებას, რომელიც აქამდეც არსებობდა. არსად წასულა ეს პრობლემები. საზოგადოებაში, ოპოზიციის მხარდამჭერებში ფიქრობენ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რომ მათთვის მისაღები გახდეს ოპოზიციის ბრძოლა და ტაქტიკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, მათი პრეტენზიები დავაკმაყოფილოთ, შევეცდებით, უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი მუშაობა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის არც ერთ შემთხვევაში. ყველა ადამიანი, რომელიც ამ პერეტრუბაციებში პოზიციებს გაცვლის და იქნება რაღაც გადაადგილებები, ერთიანი გუნდი იგივენარად შევეცდებით იმ გეგმების და მიზნების დასახვას სამომავლოდ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი განთავისუფლება“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო
შემდეგი სტატია“ადამიანი რომ გატეხონ, სრულ ჯოჯხეთს ანახებენ ან სრულ სამოთხეს და წაგებულ საკრებულოში უმრავლესობის გაფორმებას შეეცდებიან, – გია ხარჩილავა “ოცნებაზე”