ხერხეულიძე: ახლა დგება მისი გათავისუფლების საკითხი

მე ვიცი კარგად მიზანი ამ ადამიანის ქვეყანაში შემოსვლის რა იყო, რა რჩება და რა იქნება. ამიტომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციის პროცესი თავისთავად ეს არის მიმდინარე პროცესი, მაგრამ მთავარი მიზანი ადამიანის ქვეყანაში შემოსვლის ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა -ეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა და ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, სადაც ის მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

როგრც ხერხეულიძე ამბობს, ისაუბრეს პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა არა სასჯელის გადავადების თემაზე:

“მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, კვლევებს. ის სერვისი რაც აქ არსებობს იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რისთვისაც მისი მცდელობა ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა როდესაც ის კრიტიკულ ვითარებაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეხლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება.” ამბობს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიექიმის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება
შემდეგი სტატიაკობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს არავინ უნდა გაჰყვეს – ყველა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით