ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის 40 თანამშრომელი მოიწამლა

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა Fast track Textile-ის 40 თანამშრომელი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საწარმოს მზა საკვებს კერძო კომპანია აწვდის. ვითარება ადგილზე შეისწავლეს სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

“სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ატარებენ ორივე ობიექტზე; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები”,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მოწამლული თანამშრომლები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა რუსეთის მიერ 20 დამატებითი დანაყოფის შექმნაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაჩხენკელი – ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა