11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ხელვაჩაურში საკარმიდამო ნაკვეთში და-ძმის ცხედრები იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს.

ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“როიტერი” – დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
შემდეგი სტატიამაია სანდუ – რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა