ხელვაჩაურში მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

სოფელ თხილნარში ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მხოლოდ ტექნიკურ წყალზე არიან დამოკიდებულები, რასაც ვერც საკვების მოსამზადებლად იყენებენ და ვერც გასარეცხად.

მოსახლეობა მმართველ გუნდს არჩევნებისთვის გაცემულ დაპირებებს ახსენებს, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ უწყვეტ სასმელ წყალს პირდებოდნენ.

უწყლობას წლებია აპროტესტებენ სოფელ სალიბაურის მცხოვრებლებიც. 500-ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლისთვის მეზობელ სოფლებში გადადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სათავე ნაგებობასთან სასმელ წყალს სასათბურე მეურნეობების ხელმძღვანელები ითვისებენ, რის გამოც მოსახლეობამდე წყალი აღარ მიდის.

ხელვაჩაურში ადგილობრივების პრობლემებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი გაეცნო და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მიშა ბოლქვაძის შეფასებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 338 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა