ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს მეხუთე, არასრულწლოვან ბავშვს.

გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი ადამიანიც.

მეოთხე ადამიანამდე მაშველებმა მანქანაში მყოფებისა და ქალის ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები სუს-ს მოუწოდებენ, გამოიძიოს დოსიეს მასალები პატრიოტთა ალიანსის შესახებ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ჩვენი საარჩევნო პროგრამა ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო