ბათუმში, ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი, კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 27 ივლისს, საღამოს მოხდა.
ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ჩაკეტილია.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.














