შპს “ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, 11 სექტემბერს ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ გამოცემას ფაქტი ადვოკატმა დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.