ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. საჯარო მოხელე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს.

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატს, სავარაუდოდ, ქრთამის აღებას ედავებიან.

საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის თქმით,სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დოკუმენტაცია წაიღეს. მისივე ინფორმაციით, დეპუტატი დღეს დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად არ იცის.

დაკავება სავარაუდოდ მიწის უკანონო პრივატიზაციის საქმეს უკავშირდება.

დეპუტატის დაკავების შესახებ მასალა თავდაპირველად tv 25-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია – ოთო კახიძე
შემდეგი სტატია,,ყველაფერს აკეთებთ მესამე წელია,მაგრამ არაფერი გამოგივიდათ”-ვატო წერეთელი