ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწის მასა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან ჩამოწვა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ.

ადგილზე ვითარება გამგეობის სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათამდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილიდან განახლდა. ამჟამად, ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები იწმინდება.

პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები არსებულ ვითარებას სწავლობენ.

ადმინისტრაციულ ერთეულებში ასევე, საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ალეპოში რუსეთის ავიადარტყმები დაგმეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა