4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინცინდენტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია: მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, როგორ წარიმართება ირანთან ურთიერთობა