ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ. მძღოლი შემთხვევის ადგილოდან მიიმალა.

“სამნი ვიყავით, მე, ჩემი მეუღლე და მეზობლის ქალი.სწრაფად მომავალი მანქანა დაგვეჯახა. რომ წამოვდექი, მეუღლესთან მივედი, ვერაფერი გავაგებინე, ადგილზე გარდაიცვალა. ორი დავშავდით. მძღოლი გაიქცა”, – განაცხადა დავით მელაძემ.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური მომზადება გაიარეს
შემდეგი სტატიაამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში უნდა იყვნენ და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა