ხელწერილით გამათავისუფლეს, გამოსულს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დამახვედრეს – დაკავებული დემონსტრანტი

21 თებერვალს საღამოს რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული დემონსტრანტი მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციიდან გამოსვლისას დაახვედრეს 5000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს „გზის გადაკეტვის“ გამო.

როგორც მეყანწიშვილი წერს, წუხელ აქციაზე გამოსვლა გადაწყვტია მას შემდეგ, რაც იხილა კადრები, როგორ დაუპირისპირდა ორი ადამიანი, – რომელთაც თან მაჩეტე და ხელკეტი ჰქონდათ, – დემონსტრაციების მონაწილეებს.

„მე დამიჭირეს, რომ ვეკითხებოდი რა მნიშნვნელობა ჰქონდა ისეთ ქვეყანაში ყოფნას, სადაც მოძალადეს და ჩვენს შორის ვინც ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვის, ტოლობას დასვამდნენ“, – ამბობს მოქალაქე.

„ადგნენ და ტროტუარიდან ამიყვანეს. გამათავისუფლეს ხელწერილით. გამოსულს იქვე დამახვედრეს 5000 ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო“, – აცხადებს ის.

მეყანწიშვილის თქმით, წუხანდელ ეპიზოდზე მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, – რასაც სრულ აბსურდს უწოდებს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო.

„ისევ სასამართლოში შევხვდებით“, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა“ იმართება
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევი:კიევმა უნდა დაიჩოქოს აშშ-ის ფეხებთან, გამოაცხადოს არჩევნები და მოემზადოს კაპიტულაციისთვის