ხელშეკრულების თანახმად აშშ-ს ფინეთში ექნება წვდომა ოთხ საჰაერო ბაზაზე და ერთ საზღვაო ბაზაზე

აშშ-ს ფინეთში ექნება წვდომა ოთხ საჰაერო ბაზაზე და ერთ საზღვაო ბაზაზე. ეს არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა. საერთო ჯამში, ფინეთი აშშ-ს სამხედროებს გაუხსნის 15 ობიექტს, მათ შორის სასაზღვრო დაცვისა და თავდაცვის ყაზარმებს, სასწავლო მოედნებსა და საწყობებს. შეთანხმებას ჯერ კიდევ დასჭირდება ფინეთის პარლამენტის დამტკიცება.

ფინეთმა 18 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამ მეზობელ ქვეყანას დაემუქრა ნატოში მისი გაწევრიანების გამო.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევის ვაჟი, ილია სანქცირებულთა სიაში მოხვდა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხოლოდ ერთი პაკეტი გვაქვს