ხელშეკრულება “გაზპრომთან” – “საია”-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დაარღვია თუ არა ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი, როდესაც გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება არ გაასაჯაროა. რუსეთის ენერგოგიგანტთან მიღწეული შეთანხების გაცნობის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამჯერად უკვე სასამართლოს მიმართა.

საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა.

არასამთავრობო ორგანიზაცია გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. საია ენერგეტიკის სამინისტროსგან იმ ხელმომწერების გასაჯაროებას ითხოვს, ვინც ხელშეკრულებას აწერს ხელს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ პირთა ვინაობის გასაჯაროებასაც ითხოვს, ვინც გაზპრომთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. მათ დღეს მედიასთანაც არ გაუკეთებიათ კომენტარი.

banner
წინა სტატიაშიშემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს, ეს არის სახელების გადარქმევა- სამადაშვილი
შემდეგი სტატიარუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს