ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს – პაპუაშვილი პრეზიდენტზე

შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსული კანონი პრეზიდენტს გუშინვე გადაეგზავნა, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს, პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იქნება:

“კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”- თქვა პაპუაშვილმა.

კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ რეფერენდუმს არ ჩაატარებს, თუმცა იდეა საინტერესოა – ხვიჩია
შემდეგი სტატიარეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება – მსხილაძე