ხელოვნურობისა და პოპულიზმის ნიშნები კალაძის მხრიდან – „სასტუმრო „ბუდაპეშტზე“ თავად ატეხა ხმაური და შემდეგ პრობლემა მოაგვარა“

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება – აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული, რომელიც სასტუმროს მფლობელსა და თბილისის მერს შორის შედგა. როგორც ცნობილია, მხარეები ადგილმონაცვლეობაზე ან გამოსყიდვაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, შეთანხმების მსგავსი პირობების მიღწევა ცხადი გახდა.

„მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელიც დღეს გაჟღერდა, მოსალოდნელიც იყო, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს შეთანხმება მიღწევადი იყო. კალაძის მხრიდან სამწუხაროდ ამას ხელოვნურობის და ჩვეულებრივი პოპულიზმის ნიშნები ჰქონდა, რომ ხმაური აეტეხა და თვითონ ატეხა ხმაური, შემდეგ კი პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრობლემა მოგვარდა, თუ პრობლემა მოგვარდა, ინვესტორიც კმაყოფილი იქნება და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკაში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ აშენდება სასტუმრო“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ისტორიაში ხაზგასასმელი და აღსანიშნავი არის ის, რომ ქვეყანაში წარმოიშვა სამოქალაქო აქტივიზმის კულტურა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების გადაწყვეტილებების კონტროლი საზოგადოების მხრიდან მოხდება:

„თუ რამე არის ხაზგასასმელი ამ ისტორიაში, არის ის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდა ძალიან მყარი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილებები შეაჩეროს, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ყველა ხელისუფლება რაღაცას სცოდავს, რაღაცას კარგად აკეთებს, რაღაცას ცუდად აკეთებს, მაგრამ საზოგადოება თუ არის ფხიზელი, აქტიური, თუ არის სამოქალაქო აქტივიზმის მუხტი, ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა რევიზიის ქვეშ დადგეს და ეს არის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაქართული ლუდის კომპანიამ თიბისი კაპიტალის დახმარებით 25 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა