ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად მილიარდი დოლარი გამოიყო

რამდენიმე IT კომპანიის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთa, რომ მათ დაახლოებით მილიარდი დოლარი გამოყვეს არაკომერციული ორგანიზაცია OpenAI-ისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს კაცობრიობის სასარგებლოდ.
შემომწირველებს შორის არიან Tesla Motors, SpaceX და Amazon Web Services ხელმძღვანელები, Paypal-ის დამფუძნებელი, ინდური სატელეკომუნიკაციო გიგანტის Infosys Tech-ის მფლობელი.

OpenAI-ის განცხადებით, ორგანიზაცია გაკეთებული შემოწირულობიდან მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს დახარჯავს მომავალ წელს.
როგორც ორგანიზაციის ვებ გვერდზეა ნათქვამი, მათი მიზანია “ხელოვნური ინტელექტის ხალხის სამსახურში ჩაყენება, მოგების გენერირების აუცილებლობის გარეშე”.
“ჯერჯერობით შეუძლებელია გავარკვიოთ, ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ადამიანის დონის გონება ექნება, რა ზიანის ან დადებითი ქმედებების მოტანა შეუძლია კაცობრიობისთვის” – განაცხადეს OpenAI-ში.
“ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განვითარების ბუნებრივი ეტაპია და ისე ფართოდ უნდა გავრცელდეს, თავისუფლად და უსაფრთხოდ, როგორც ეს იქნება შესაძლებელი” – ამბობენ იდეის ავტორები.
ნოემბერში ხელოვნური ინტელექტის პროექტის ინვესტირების სურვილი იაპონურმა “ტოიოტამაც” გამოთქვა.
ამასთანავე,რამდენიმე ხნის წინ ბევრი ქვეყნის მეცნიერმა ღია წერილი გამოაქვეყნეს ხელოვნური ინტელექტის შექმნის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: კონკრეტულად მე არავითარი ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვარ
შემდეგი სტატიავიზალიერალიზაციის დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო