ხელოვნური ინტელექტი სიკეთესთან ერთად, უდიდეს საფრთხესაც შეიცავს – პატრიარქი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თქმით, ხელოვნური ინტელექტი, სიკეთესთან ერთად, დიდ საფრთხეებსაც შეიცავს:

“სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?” – წერია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში, ჟურნალ თეოლოგიის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ II საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაყური კი არ აუწიეს, ყური აახიეს, ბაზარი გაფილტრეთო – გია ჯაფარიძე აშშ-ში საქართველოს ელჩზე