20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ხელოვნურად მოგონილია” — ბაჩო ახალაიას ადვოკატი სუს-ის მოწმის ჩვენებაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ, ე.წ. „4 ოქტომბრის საქმეზე“ მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. უფლებადამცველის თქმით, პროცესზე სუს-ის ის თანამშრომელი გამოიკითხა, რომლის პატაკის საფუძველზეც მტკიცდებოდა, თითქოს ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ქვეყნიდან მიმალვას აპირებდნენ.

ადვოკატის განმარტებით, ჯვარედინი დაკითხვისას დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მოწმის ჩვენება მხოლოდ ვარაუდებსა და ხელოვნურად მოგონილ ფაქტებს ეყრდნობოდა.

„დაცვის მხარის კითხვებზე — ჰქონდა თუ არა დაზუსტებული, სად აპირებდა ახალაია მიმალვას, ჰქონდათ თუ არა ნაყიდი ბილეთები ან დოკუმენტაცია — მოწმემ თქვა, რომ არ იცოდა და ეს დეტალები ინფორმატორისთვის არ უკითხავს. ბოლოს, როდესაც იძულებული გახდა პასუხები გამოესწორებინა, აღიარა, რომ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა სწორი ან არასწორი ყოფილიყო. ეს არის აბსურდული, არასწორი, მხოლოდ ვარაუდი და მიგვაჩნია, რომ ხელოვნურად მოგონილია“, — განაცხადა გია გოროზიამ.

უფლებადამცველის თქმით, მოწმეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არც სახლიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებზე და არც ბრალდებულების შესაძლო კავშირებზე 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებთან, მისი პასუხები კი იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: უმჯობესია ხაბეიშვილმა ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, რომ დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს
შემდეგი სტატია“კობახიძე უნდა გადადგეს”- თაზო დათუნაშვილი საგანგაშო ინფლაციაზე საუბრობს