ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება

დღეს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება.

გივი ბერიკაშვილი სკულპტურა მისმა მეგობარმა, მოქანადაკე თემურ ჭყონიამ მისივე სიცოცხლეში შექმნა , შემდეგ კი თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა.

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი – გივი ბერიკაშვილი“.

გივი ბერიკაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი.

banner
წინა სტატიაში“პარტიული მედია, რუსთავი2-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა
შემდეგი სტატიაჰერბერტ ზალბერი ჩვენ სუვერენულ ინტერესებს პირველად არ აზიანებს