ხელმოწერის მთავარი მიზეზი ერთი მიზნის გარშემო განსხვავებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაა – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ პარტიის ამ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს და ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს და სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობას არ მისცემენ, რომ ქართველ ხალხს “ოცნების” ხელისუფლების გამო ზურგი აქციონ.

“მანამ სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და წარმოადგენენ სახელმწიფოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ დასავლელ პარტნირებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქვეყანას და ქართველ ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებულებებთან მიმართებაში რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მეასე და ალბათ მეორასე ხარისხოვანიც კი, არის მომენტი, როცა შენ თავზე მაღლა უნდა დადგე და შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდძე უნდა გადადო და მიიღო ჩემი აზრით, სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია”, – თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი “ქართული ოცნების” პირობებში იცვლება და ამას უკვე ღიად საუბრობენ. მელიამ თქვა, რომ ხელისუფლებას არ მისცემ შესაძლებლობას, 3 ოქტომრბის დილით რაიმე ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ ვადამდელ არჩევნებზე უარის სათქმელად.

“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ნაბიჯი გადავდგით, რომ მოხდეს სრულად გაერთიანება ყველა განსხვავებული, მაგრამ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალებისა. ვინც არ უნდა ეცადოს შუღლი გააღვივოს, დაპირისპირება ჩამოაგდოს ოპოზიციურ პარტიებს შორის, არა, სახელმწიფო არც მეტი და არც ნაკლები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმელია – ვადამდელი არჩევნები არათუ იქნება, აუცილებლად იქნება
შემდეგი სტატიაზარქუა გახარიას – ვარექსი მართალ კოჩი, გახარია