ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცესკო-ს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას მიმართ არ ექნებათ მოთხოვნა, თანამდებობა დატოვოს.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ჯერ ჯერობით ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მოგეხსენებათ, ეს ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე, ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წელს, რა თქმა უნდა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით თამარ ჟვანია თავისუფლდება თანამდებობიდან, შესაბამისად, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი მოთხოვნა მის მიმართ არ იქნება, თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მისი მისაღები”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, შეთავაზებული შეთანხმების დოკუმენტი საერთოდ არ ითვალისწინებს, რომ გენერალური პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს და მას კიდევ დაახლოებით 5 წელი აქვს მანდატის ამოწურვამდე.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს და არც გამოუვა
შემდეგი სტატიათუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა