„ხელმძღვანელი არის გვასალია ლაშა, ის აძლევდა მითითებებს”-თენგიზ გუნავა კორცხელის ინციდენტზე საუბრობს

სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე პოლიციაში გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები დაკითხეს.

როგორც დაკითხვიდან გამოსული თენგიზ გუნავა აცხადებს, გუშინდელ ინციდენტს ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობდა.

„ხელმძღვანელი არის გვასალია ლაშა, ის აძლევდა უშუალოდ მითითებებს. ის და გუბერნატორი შონია შეხვდნენ ამ ჩამოსულ პირებს წინა დღეს და მათგან მიიღეს უშუალო მითითებები. სწორედ იმის მიხედვით ხორციელდებოდა გუშინ პროცესები,“ – აცხადებს თენგიზ გუნავა.

ქართული ოცნებიდან დღეს პოლიციამ მხოლოდ გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაკითხა, რომელმაც გუშინ მომხდართან რაიმე ტიპის კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპრობაციის სისტემაში დროებითი რეგისტრაციისა და ვიდეოპაემნის გადასახადები გაუქმდა