ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი კავკასიის ბარომეტრის მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 69% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს.
გიგი წერეთლის თქმით, ეს კვლევაც, სხვების მსგავსად, ადასტურებს, რომ ძალიან მაღალია ჩვენი მოსახლეობის იმ წარმომადგენელთა რაოდენობა, ვისაც რუსეთი ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყნად მიაჩნია.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებლის მხრიდან წლებია ვხედავთ ანტიდასავლურ კამპანიას და რევერანსებს რუსეთთან, ეს შეხედეულება უცვლელი რჩება.
ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარება კარგად გასაგებია და ხალხი ყველაფერს თავის სახელს არქმევს“ – თქვა გიგი წერეთელმა