ხელისუფლებისთვის ყველა მტერია, ვინც მას ოპონირებას უწევს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება

“ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ვნახეთ დღეს, რომელიც იცავს ფარცხალაძეებს და იმ დანაშაულებრივი სისტემას, რომელიც ჩამოყალიბებულია” – ასე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა. ვაშაძემ კობახიძის განცხადებებს, სადაც მან „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი “ფაშისტად”, მესამე სექტორი კი “ფაშიზმის მონაწილედ” მოიხსენია, არაადეკვატური უწოდა.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებისთვის ყველა მტერია, ვინც მას ოპონირებას უწევს. მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ახალი თაობის რეფორმებთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციებს იწყებს. ის მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მოქალაქესა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ჩაერთონ დისკუსიაში, რომელიც ხვალიდან დაიწყება.

„პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მტრად აცხადებს სამოქალაქო სექტორს, დამოუკიდებელი მედიასაშუალებას და მის ხელმძღვანელს და ქვეყნის მტრად აცხადებს ოპონენტებს. მათ აქვთ მცდელობა, რომ შიში შექმნან საზოგადოებაში მათი განცხადებებით, მე მინდა ვთქვა, რომ 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია.

უნდა დავიწყოთ ახალი თაობის რეფორმების განხორციელება, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“-ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაიწყოს ნორმალური განვითარება და არასოდეს უნდა ჰყავდეს ხელისუფლებას ქვეყნის მოღალატე საპრეზიდენტო კანდიდატად.

„ქვეყანა გააუბედურეს, გადაუარეს თავზე, მინდა მას მივმართო, ის რასაც თქვენ კვლევებით, რეიტინგებით ხედავთ, მათ შორის თქვენი კვლევებით, არის პასუხი საზოგადოების იმ არაერთ და არასწორ უკანონო ქმედებაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება,“-აცხადებს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაში(Video) ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “ვასმედია” ტვ „იმედმა” შეაჩერა
შემდეგი სტატიაფონდ “იავნანას” საქმე – პაატა ბურჭულაძის მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება