“ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი” – ბოკერია NDI-ის კვლევაზე

ივანიშვილი და მისი გუნდი განწირულია – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“პოლიტიკური პარტიების რეიტინგებისგან განსხვავებით, სოციალური თემის კითხვებზე რესპონდენტები პასუხობენ ანუ აქ არ გვაქვს ის პრობლემა, რომ პასუხზე დიდი უარი გვქონდეს. ამიტომ, საკმაოდ მკაფიო სურათია და ბუნებრივია, ძალიან საგანგაშო. ეს სურათი გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში. რა მოტივებია აქ და რატომ თვლიან ისინი, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მე საზოგადოების ნაცვლად არ მინდა ვისაუბრო. ამავე კვლევაში ჩანს, რა არის ის საკითხი, რაც მათ აწუხებთ. ეს არის ეკონომიკა, უსაფრთხოება, ინსტიტუტებისადმი ნდობა, ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველობა”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმესმის, რომ შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა – კალაძე
შემდეგი სტატია(Video)უზრდელი ტუტუცი ხარ! – მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ