ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია-მაჩალიკაშვილი მის დაკავებას ვარაუდობს

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს,რომ უახლოეს მომავალში მას დააკავებენ.  როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არ არის.

საგამოძიებო უწყების დატოვების შემდგომ მაჩალიკაშვილი მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვის დროს ახალი კითხვები არ დასმულა და გამომძიებლები ძირითადად იმ კითხვებს სვამდნენ, რომლებიც მანამდეც ჰქონდათ დასმული.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 8 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

მაჩალიკაშვილის უფლებადამცველთა განცხადებით, მათ გაუთქმელობის ხელწერილი დადეს, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა თავადაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ორგანოში რაიმე ახალი კითხვები არ დასმულა.

banner
წინა სტატიაშიIBSU-ავტორიზაციის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია
შემდეგი სტატიამოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა-მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა