“ხელისუფლების უზურპაცია”-კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა სხდომამდე ერთი დღით ადრე შეცვალა

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე კომისიის შემადგენლობა შეცვალ. კობახიძემ შემადგენლობიდან ყევლა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომლებმაც საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს და შემაჯამებელ სხოდმაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. სულ შემაგდენლობიდან ამოღებულია 13 წევრი – საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმმადგენლები. შესაბამისად, კომისია 73 წევრის ნაცვლად, 60 წევრით მიიღებს გადაწყვეტილებას.
ეს ბრძანება კობახიძემ 21 აპრილს გამოსცა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორისთვისაც.

ამის შესახებ ისაუბრა ,,კურიერის“ ეთერში ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის წარმმადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

,,კომისიის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან ამ ადამიანებმა დატოვეს კომისია, ამიტომ შემადგენლობა შეიცვალა, მათ გვითხრეს, რომ ბრძანების თანახმად კომისიის შემადგელობა შეცვალეს და ამის გამო დაიწია კომიის წევრთა რაოდენობამ და არსად არ დაფიქსირდება, მათ შორის არც შესაბამის ოქმსა და ოფიციალრუ დოკუმეტაციაში, რომ კომისიაში კონსტიტუციას წინააღმდეგობას უწევდა არა 8 ადამაინია, არამედ უფრო მეტი“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა სოფელ ვეჯინში ეკლესია დააზიანა
შემდეგი სტატიადღეს საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს