ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დარბაზის კარები და ხალხს დახმარებაზე უარი უთხრეს-რა მოხდა ფოთში

ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში პირადად არიან ჩართულები. “ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვას და ზეწოლას ყველანაირი მეთოდით ახდენს.

დღეს, “ქართულ ოცნებას” მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა ე.წ. მეორადი ტანსაცმლის ფუთები, რითაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა ადამიანების მოსყიდვა.

ამის შესახებ გაიგეს ადგილობრივმა, გაჭირვებულმა მოსახლეობამ, რომლებიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ, რომ მათვისაც გაეწიათ დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დარბაზის კარები და უარი უთხრეს დახმარებაზე. განუცხადეს მათ, რომ ფუთებს მხოლოდ სიებში მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა და გაჭირვებულმა მოსახლეობამ თავად გახსნა კარები და წაიღეს ფუთები.

 

დავით გოგოხია

 

https://youtu.be/MnecsgCkAs4

 

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : ვალების განულების ინიციატივა არის არჩევნების წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი